მესი თებერვალში ლა ლიგაში საუკეთესოა

0
10

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ესპანეთის ლა ლიგაში თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კატალონელთა 32 წლის კაპიტანმა გასულ თვეში ჩემპიონატში ჩატარებულ 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
ის მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო მოთამაშედ მეორე აღიარეს. მანამდე, მესის ასეთი პატივი წილად შარშან ნოემბერში ხვდა.
მან მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირში 30 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.