ბასკონიამ მიუნხენში იმარჯვა, შენგელია მატჩის MVP გახდა

0
12

თორნიკე შენგელიას ბასკონია ევროლიგის 27-ე ტურში მიუნხენში ბაიერნს ესტუმრა და 9 ქულიანი  – 80:71.

შენგელიამ 27:31 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულას, 4 მოხსნასა და 5 პასს მოუყარა თავი. შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო. საქართველოს ნაკრებისა და ბასკონიას კაპიტანი მატჩის MVP გახდა.

ვიტორიელთა მხრიდან ყველაზე მეტი ქულა მიქაელ ერიკმა ჩააგდო, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. მეტ ჯენინგის ანგარიშზე 8 ქულა იყო. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

ბასკონიამ ევროლიგაში მე-11 გამარჯვება იზეიმა და მე-13 ადგილზეა. შენგელიას გუნდის მომდევნო მეტოქე ბერლინის ალბა იქნება. ვიტორიელები ევროლიგის პლეი ოფში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ.