შოთამ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

0
19

ტაშკენტის „ფახთაქორმა“, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, უზბეკეთის სუპერლიგაში ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
პირველ ტურში ქართველი სპეციალისტის შეგირდებმა „ნავბახორს“ უმასპინძლეს და 2:1 მოიგეს.
გასულ სეზონში, არველაძის ხელმძღვანელობით ტაშკენტელებმა სამი ტიტული მოიპოვეს – უზბეკეთის ჩემპიონობა, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი. თავად არველაძე სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.