ჯენარო გატუზო: “საპასუხო მატჩში წარმატების შანსი გვაქვს”

0
0
NAPLES, ITALY - FEBRUARY 25: Gennaro Gattuso SSC Napoli coach gestures during the UEFA Champions League round of 16 first leg match between SSC Napoli and FC Barcelona at Stadio San Paolo on February 25, 2020 in Naples, Italy. (Photo by Francesco Pecoraro/Getty Images)

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “ბარსელონასთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მეტოქე შეტევაში ცუდად გამოიყურებოდა და გოლი ჩვენი შეცდომის გამო გაიტანა. საპასუხო მატჩში თუ შანსებს უკეთ გამოვიყენებთ, წარმატებას მივაღწევთ.
იმედგაცრუებული ვარ, რადგან ერთადერთი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. ტაქტიკურად თითქმის იდეალურად ვითამაშეთ, მაგრამ შედეგი უკეთესი უნდა ყოფილიყო.
როდესაც გუნდურად ვთამაშობთ, წარმატებასაც ვაღწევთ. ჩვენი ოცნება “კამპ ნოუზე” უკეთესად თამაში და შემდეგ ეტაპზე გასვლაა – ეს რთული იქნება, თუმცა, საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ” – განაცხადა გატუზომ.