ჯენარო გატუზო: „ბარსელონასი არ გვეშინია“

0
28

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ნაპოლი” შინ “ბარსელონას” მიიღებს. მატჩის წინ ჟურნალისტებთან ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ, ისაუბრა:
„ჩვენ წინააღმდეგ ძალიან ძლიერი გუნდი ითამაშებს. ამ გუნდს კი ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ვიცით, რომ რთული მატჩები გველის, თუმცა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ესოდენ ძლიერ გუნდთან თამაში საამაყოა. უკანასკნელი 10-15 წელია “ბარსა” ყველაზე ძლიერი გუნდების სიის სათავეშია. მათი არ გვეშინია, პატივს ვცემთ და ვეცდებით, ჩვენი თამაში ვითამაშოთ.
მინდა, კარლო ანჩელოტის მადლობა გადავუხადო. მე ჯერ არაფერი არ გამიკეთებია. მსურს “ბარსელონასთან” ვნახო გუნდი, რომელმაც იცის, როგორ უნდა იბრძოლოს. შეუძლია ნაპოლის ლიგის მოგება? არასოდეს თქვა, არასოდეს“, – ციტირებს ჯენაროს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.