“საბურთალომ” გაასამა – ამჯერად სუპერთასი

0
8

სლავა მეტრეველის სახელობის 2020 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს თბილისური კლუბები, საქართველოს ჩემპიონი “დინამო” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ. მატჩი საბურთალოელთა უპირატესობით წარიმართა და სტადიონზე შეკრებილმა 3000-მდე გულშემატკივარმა საინტერესო სანახაობა იხილა. საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მატჩის ერთადერთი გოლი კი, მე-14 წუთზე გავიდა. პენალტი ზუსტად გიორგი კოხრეიძემ შეასრულა და საკუთარ გუნდს არსებობის განმავლობაში პირველი სუპერთასი მოაგებინა.
სუპერთასის მატჩის დასრულების შემდედ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ გუნდს კუთვნილი თასი და 50 000 ლარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს.
არცთუ ხანგრძლივი ისტორიის მქონე “საბურთალომ” მესამე ჯილდო მოიგო – კლუბის სამედლე კოლექცია საქართველოს ჩემპიონობისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის შემდეგ გუნდმა სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასიც მოიგო!

​დინამო თბილისი 0:1 საბურთალო
თბილისი, მიხეილ მესხი 2
​დინამო თბილისი: კვასხვაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ქარდავა, კუხიანიძე, პაპავა, ორშულა, ბენიო, ბუღრიძე (66′ ახვლედიანი), ტრუბოჩკინი (46′ იაშვილი), ნინუა (74′ კუცია).
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
საბურთალო: ლ. კუპატაძე, ტაბატაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, ალთუნაშვილი (81′ ცნობილაძე), ტერა, გოშთელიანი (70′ ყენია), ლუმუ, კოხრეიძე (90+5′ ჭიჭინაძე), გაბედავა.
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
​გოლი: კოხრეიძე (პენ.) (14)
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, გ. ელიკაშვილი, ქ. გაიპარაშვილი, ი. კვირიკაშვილი, ა. აფციაური, ლ. ვარამიშვილი