გიორგი ქინქლაძე: “სიტის” აკადემიის საქართველოში გახსნაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

0
18

საქართველოს ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ საქართველოს “პირველი არხის” გადაცემა “ტაიმაუტში” “ქალაქელთა” აკადემიის საქართველოში გახსნაზე ისაუბრა.

“მოლაპარაკებები მაქვს “მანჩესტერ სიტის” მფლობელებთან. ამ კლუბის საფეხბურთო აკადემიის საქართველოში გახსნის დიდი სურვილი მაქვს. ამას სირთულეები მოჰყვება, რადგან მათ თავიანთ მოთხოვნები და სტანდარტი აქვთ. აკადემიის ტერიტორია მინიმუმ 5 ჰექტარი უნდა იყოს, 8 მოედანი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 150-ნომრიანი სასტუმრო, აუზი, ტრენაჟორები. მოკლედ, ყველაფერი, რაც საფეხბურთო აკადემიის ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი” – განაცხადა გიორგი ქინქლაძემ “ტაიმაუტში” სტუმრობისას.

არა მხოლოდ სახელით სარგებლობის უფლებას მოგვცემენ, არამედ თავადაც მიიღებენ
მონაწილეობას მის აშენებაში. თუ ეს აკადემია გაკეთდა, მწვრთნელებმა ინგლისში სტაჟირება უნდა გაიარონ, ფეხბურთელებმა “სიტის” პროგრამით უნდა ივარჯიშონ. საჭირო თანხები, რეალურად, “მანჩესტერ სიტისთვის” არის ორი საშუალო ფეხბურთელის წლიური ჯამაგირი. მთავრობაც უნდა დაგვეხმაროს. ამხელა კლუბი საქართველოში რომ შემოდის, ისტორია უკვე იციან, რამდენი ფეხბურთელი გაუზრდიათ ამა თუ იმ ქვეყანაში, სად და რომელ წლებში ვინ წავიდა. ამიტომ იციან, რომ აქ ფეხბურთელები იზრდებიან და ხელის შეწყობა უნდათ. ამ ყველაფრის გაკეთება კი 2-3 წლის პერსპექტივაში შესაძლებელია”, – განაცხადა გიორგი ქინქლაძემ.