ლევან მაისაშვილი: “ბელგია სათანადო წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევს”

0
38

გამოცემა Rugger.info საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ლევან მაისაშვილის კომენტარს აქვეყნებს, რომელმაც რაგბი ევროპის მესამე ტურში ბელგიასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

“ვუყურე ბელგიის და რუსეთის ნაკრებების მატჩს და რა თქმა უნდა რუსებმა მეტოქის არდაფასებით შეცდომა დაუშვეს. თუ მოწინააღმდეგეს ინიციატივას დაუთმობ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდები. სწორედ ეს შეგვემთხვა ესპანეთთან მეორე ტაიმში, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება მაინც მოვახერხეთ. ამის მიუხედავად, არ ვფიქრობ, რომ ბელგია რაიმე პრობლემებს შეგვიქმნის. ვეცდებით ყველა კომპონენტში უპირატესობა მოვიპოვოთ.

ქუთაისში ფანტასტიკური მხარდაჭერა გვექნება. ხალხს რაგბი უყვარს და ვფიქრობ, რომ სტადიონი ბოლომდე შეივსება. ველოდები, რომ მოედანზე ბრწყინვალე ატმოსფერო იქნება”, – განაცხადა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები 22 თებერვალს ქუთაისში “აია არენაზე” ბელგიას უმასპინძლებს, შეხვედრა 15:00 საათზე გაიმართება.