ჰალანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

0
26

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. დორტმუნდელებმა შინ პსჟ 19 წლის ნორვეგიელის დუბლით 2:1 დაამარცხეს.

ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში უკვე 10 გოლი გაიტანა – 8 ავსტრიის „ზალცბურგის“ მაისურით, 2- „ბორუსიას“.

ნორვეგიელი პირველი ფეხბურთელია, რომელსაც 20 წელი ჯერ არ შესრულებია და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშებაში ერთ სეზონში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.

ჰოლანდი “დორტმუნდმა” იანვარში ავსტრიული კლუბიდან ზამთარში დაიმატა.  მან დორტმუნდელთა რიგებში ყველა ტურნირში 7 მატჩში ითამაშა, 11 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.