სერიოზული დანაკლისი ბელარუსთა ბანაკში

0
7

საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე თვით ადრე, ჩვენი გუნდის მეტოქე ბელარუსს,  ოთხი ფეხბურთელი ტრავმის მიზეზით გამოაკლდა.

გაირკვა, რომ ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო 7-10 კვირა იძულებით დაისვენებს ალექსანდრ მარტინოვიჩი. მარტინოვიჩი 32 წლისაა, ნაკრების ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელი და ამავდროულად, ნაკრების კაპიტანია. ის “კრასნოდარის” რიგებში თამაშობს.

ბელარუსს გამოაკლდა  მეკარე, ალექსანდრ გუტორი,  მიხეილ გორდიჩუკი და ასევე ბატეს 24 წლის შემტევი ჩიჩკანი.

ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მომავალი, ამხანაგური მატჩებისთვის გუნდი მხოლოდ 18 ფეხბურთელით დააკომპლექტა.

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩი 26 მარტს შედგება. ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.