“რეალიდან” რონალდუს წასვლის შემდეგ სერხიო რამოსს პენალტი არ გაუფუჭებია

0
21

მადრიდიდან პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ სერხიო რამოსი „რეალის“ შტატიან პენალტისტად ჩამოყალიბდა და ამ სტატუსს ჯერჯერობით ასი პროცენტით ამართლებს.
„სამეფო კლუბის“ კაპიტანმა „სელტასთან“ გამართული მატჩისას მორიგი შედეგიანი თერთმეტმეტრიანი შეასრულა და რონალდუს წასვლის შემდეგ ზედიზედ ნიშნულიდან ზედიზედ მეთორმეტედ გაიტანა.
„რეალის“ მაისურით რამოსმა ბოლოს პენალტი 2018 წლის მაისში, „სევილიას“ წინააღმდეგ თამაშისას გააფუჭა, როცა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ჯერ კიდევ სერხიოს თანაგუნდელი იყო.
გამოცდილმა მცველმა პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი შეაგდო და ბენზემას შემდეგ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მთლიანად კარიერაში კი თავი 114-ედ გამოიჩინა, რითაც მცველებს შორის მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. უკანახაზელებს შორის საუკეთესო რონალდ კუმანია, რომელმაც კარიერის განმავლობაში 253 შედეგიანი დარტყმა განახორციელა.