All Star-ის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდოს კობი ბრაიანტის სახელი მიენიჭა

0
12

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა დაადასტურა, რომ მიმდინარე წლიდან All Star-ის საუკეთესო კალათბურთელის (MVP) ჯილდოს კობი ბრაიანტის სახელი ექნება.
კობი ბრაიანტს All Star-ის მატჩში 18-ჯერ უთამაშია. მამბა ყველა ვარსკვლავის შეხვედრის MVP ოთხჯერ გახდა და ეს შედეგი ბობ პეტის შედეგთან ერთად საუკეთესოა.