პეპ გვარდიოლა: “ჩემი წარმატება ფეხბურთელების დამსახურებაა”

0
5

„მანჩესტერ სიტის“ კატალონელმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი არაა და არც არასდროს ყოფილა. ესპანელის განცხადებით, მისი ტიტულები დიდებული ფეხბურთელების დამსახურებაა.

„მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ვარ? არასდროს მიგვრძნია თავი საუკეთესოდ, მაშინაც კი, როდესაც „ბარსელონაში“ ზედიზედ ექვსი ტიტული და მოვიგე და ტრიპლეტი შევასრულე. ვიმარჯვებდი, რადგან დიდ კლუბებში ყოველთვის საოცარი ფეხბურთელები მყავდა. არიან დიდი მწვრთნელები, რომლებიც არ მუშაობენ დიდ კლუბებში და არ ჰყავთ ბრწყინვალე ფეხბურთელები. მე კარგი მწვრთნელი ვარ, მაგრამ არა საუკეთესო“, – თქვა გვარდიოლამ.