პეპ გვარდიოლა: “რეალს” თუ ვერ მოვუგეთ, გამათავისუფლებენ”

0
4

„მანჩესტერ სიტის“ კატალონელმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მადრიდის „რეალს“ ვერ დაამარცხებს, შესაძლოა “ცისფრების” დამრიგებლობიდან გაათავისუფლონ.
„ჩვენ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვაყვს. მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ამაზე ვოცნებობ, „რეალთან“ მატჩებით დავტკბები, რათა ვნახო, რა შეგვიძლია.
„რეალს“ თუ ვერ დავამარცხებთ, კლუბის მეპატრონე ან სპორტული დირექტორი მეტყვის – ჩემპიონთა ლიგის თასი გვინდა, გათავისუფლებული ხარ. მე კი ვუპასუხებ – სასიამოვნო იყო “სიტიში” მუშაობა“, – თქვა გვარდიოლამ.
„მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ დაპირისპირებები 27 თებერვალს (მადრიდში) და 18 მარტს (მანჩესტერში) გაიმართება.