ესპანური ლიგის გიგანტი: თორნიკე შენგელია!

0
8

თორნიკე შენგელიას მორიგი დიდი აღიარება. „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას წლის გიგანტად დაასახელეს.

ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გუშინ 32-დ გაიმართა და ლიგა ენდესას საუკეთესო მოთამაშის ტიტული ქართველ მძიმე ფორვარდს ერგო, რაც ცხადია დიდი აღიარებაა. თორნიკეს სპეციალური პრიზი ლიგა ენდესას გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში თორნიკე ლიგა ენდესაში საშუალოდ 33 წუთში 16.1 ქულას, 6 მოხსნას, 2.6 პასს, 0.3 დაფარებასა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს 18.6 მარგი ქმედების კოეფიციენტით.

დაჯილდოების ცერემონიაზე კი გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ:
ლეგენდა გიგანტი – ხოსე მანუელ კალდერონი
მამაკაცთა ოქროს გიგანტი – ესპანეთის მამაკაცთა საკალათბურთო ნაკრები
ქალთა ოქროს გიგანტი – ესპანეთის ქალთა საკალათბურთო ნაკრები
წლის გიგანტი მამაკაცი – მარკ გასოლი
წლის გიგანტი ქალი – ანა კრუზი
ლეგენდის გახსენება გიგანტი – კობი ბრაიანტი
გიგანტი მწვრთნელი – ლუკას მონდელო და სერხიო სკარიოლო
ლიგა ენდესას გიგანტი – თორნიკე შენგელია
ლათინოამერიკელი გიგანტი – ნიკოლას ლაპროვიტოლა
გიგანტი აღმოჩენა – უსმან გარუბა
გიგანტი დიდი პროგრესი – ჯონათან ბარეირო
ლეგენდა მწვრთნელი გიგანტი – ლოლო საინსი
გიგანტი დებიუტანტი – გაბრიელ დეკი
ყველაზე სანახაობრივი გიგანტი – კარლოს ალოსენი
მამაკაცთა გიგანტი კლუბი – „ბასკონია“
ქალთა გიგანტი კლუბი – „ესტუდიანტესი“
გიგანტი სპორტული დირექტორი – ჟორდი მარტი