ზლატანის რეკორდი და მარცხი “დელა მადონინაში”

0
4

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში ,,ინტერმა” ,,მილანი” 4:2 დაამარცხა (პირველი ტაიმი “მილანმა” 2:0 მოიგო). მატჩში ,,როსონერის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საგოლე გადაცემაც მიითვალა და გოლიც გაიტანა.

შედეგად, შვედი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც მილანურ დერბიში შეძლო გოლის გატანა. იბრაჰიმოვიჩმა თავი 38 წლისა და 129 დღის ასაკში გამოიჩინა. აქამდე რეკორდი კიდევ ერთ შვედს ნილს ლინდჰოლმს ეკუთვნოდა (38 წლისა და 43 დღის ასაკში).

იბრაჰიმოვიჩი ,,მილანში” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფორვარდის ანგარიშზე ,,როსონერის” მაისურით ჩატარებულ ექვს მატჩში სამი გოლია.