შერმადინი საკონტინენტთაშორისო თასის ფინალშია

0
11

„იბეროსტარ ტენერიფე“, რმელშიც გოიორგი შერმადინი გამოდის, ფიბას საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში გავიდა.

ოთხთა ტურნირი ტენერიფეში ტარდება და ესპანელებმა ნახევარფინალში NBA-ს G ლიგაში მოასპარეზე „რიო გრანდეს“ 110:89 სძლიეს.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე არასრული 20 წუთი დაჰყო. მან 15 ქულა, 7 მოხსნა, ორ-ორი პასი-ჩაჭრა და ერთი დაფარება დააგროვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა ათიდან 6 ორქულიანი ზუსტად ისროლა და სამიდან არცერთი საჯარიმო არ გაუცუდებია.

9 თებერვალს, საპატიო პრიზისთვის „იბეროსტარ ტენერიფე“ ჩემპიონთა თასის მოქმედ მფლობელს იტალიის „ვირტუს ბოლონიას“ დაუპირისპირდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში არგენტინის „სან ლორენსოს“ 75:57 აჯობა.