“ბასკონია” – ერთქულიანი მარცხი “რეალთან” და პლეი ოფის თეორიული შანსი

0
15

რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ჩემპიონატში ნაჩვენები გმირობა, როცა “ბასკონიამ” მადრიდში “რეალი” დაამარცხა, თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგაში ვეღარ გაიმეორა. არადა, ბასკონიელები წარმატებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო წამებზე შეხვედრა ქულით – 69:70 დათმეს.

შენგელიამ 32:09 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება მიითვალა. მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო. მარგი ქმედების კოეფიციენტით 11 – ის გუნდში მეორეა შილდსის შემდეგ. მეტ ჯენინგის ანგარიშზე 11 ქულა და ერთი პასი დაგროვდა.

ბასკონიელებს 23 ტურის შემდეგ მხოლოდ 8 მოგება აქვთ და პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიღა შერჩათ. შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი 6 თებერვალს, შინ ფრანგულ “ვილერბანთან” გამართავს.