“ბარსას” გასაჭირი

0
3
ESPN-ის მტკიცებით, “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი აგერ უკვე რამდენიმე კვირაა ბარძაყის ტრავმით ასპარეზობს. ჟურნალისტების ცნობით მესის უჭირს ახალი მწვრთნელის კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით ვარჯიში – კატალონელთა ახალი დამრიგებელი ფეხბურთელებს სულის მოთქმის საშუალებას პრაქტიკულად არ აძლევს. მიუხედავად ამისა, ლეო შვიდ თებერვალს “ბილბაოსთან” ესპანეთის “სამეფო თასის “შეხვედრაში მონაწილეობას მაინც მიიღებს.
შეხსენებისთვის კატალონურ გუნდს მიდინარე სეზონში ტრავმირებული თავდამსხმელები ლუის სუარესი და უსმან დემბელე ვერ დაეხმარებიან.