სეზონი სუპერთასით დაიწყება

0
3

საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონი 23 თებერვალს აიღებს სტარტს – ამ დღეს სუპერთასის გამარჯვებული გამოვლინდება. საპატიო პრიზისთვის საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” და დავით ყიფიანის თასის მფლობელი “საბურთალო” იბრძოლებენ.
მატჩი 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მინდორზე (მიხეილ მესხი 2) დაიწყება.
29 თებერვალს კი ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის პირველი შეხვედრები ჩატარდება.