ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდნენ

0
11

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში 41:13 მოგების შემდეგ, „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში ბორჯღალოსნები მეცამეტე ადგილამდე დაწინაურდნენ.

რადგან ვლახებთან სხვაობა 15 ქულაზე მეტი იყო, ჩვენმა გუნდმა 0,36 სარეიტინგო ქულა მიიღო, რითაც ჯამში 71,63 ქულა მოაგროვა, ტონგა უკან მოიტოვა და ერთი საფეხურით წინ წაიწია.

საქართველოს ნაკრები 0,41 ქულით ჩამორჩება იტალიას, ხოლო მე-14 ადგილზე მყოფ ტონგას 0,19 ქულით უსწრებს. ბორჯღალოსნები 9 თებერვალს მადრიდში ესპანეთის ნაკრებს ეთამაშებიან და გამარჯვების შემთხვევაში მე-12 ადგილზე დაბრუნების შანსი ექნებათ. ამ პოზიციას ჩვენები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ.

შეგახსენებთ, „მსოფლიო რეიტინგში“ ბორჯღალოსნების საუკეთესო მაჩვენებელი მე-11 პოზიციაა.