ზიზუმ ჟოზეს გაასწრო

0
6

ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში ,,რეალმა” მადრიდულ დერბიში ,,ატლეტიკოს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. 2012 წლის შემდეგ “ბლანკოსმა” “როხიბლანკოს” ლა ლიგაში საკუთარ “სანტიაგო ბერნაბეუზე” პირველად მოუგო.
ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ,,სამეფო გუნდმა” 129-ე შეხვედრაში იმარჯვა (129 მოგება 192 მატჩში).
შედეგად, ფრანგმა სპეციალისტმა ,,რეალში” მოგებული მატჩების რაოდენობით  მწვრთნელებს შორის მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ზიზუმ ჟოზე მოურინიოს (128 მოგება 178 მატჩში) გადაუსწრო, რომელიც მადრიდულ გუნდს 2010-2013 წლებში წვრთნიდა.
პირველ პოზიციას 357 მოგებით მიგელ მუნიოსი  (604) იკავებს, მეორე ადგილზე კი 133 მოგებით ვისენტე დელ ბოსკეა (245 მატჩში).