“ბარსა” “ბრაგას” შემტევით გაძლიერდება

0
4

კატალონიის “ბარსელონამ” პორტუგალიის “ბრაგას” შემტევი ფრანცისკო ტრინკაუ დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

“ბარსელონას” ოფიციალური საკლუბო საიტის ცნობით, მხარეებმა ტრანსფერის ყველა დეტალი მოაგვარეს – 20 წლის ტრინკაუ სეზონის ბოლომდე “ბრაგაში” დარჩება, ხოლო “ბარსელონას” 1-ელ ივლისს შეუერთდება.

ტრინკაუ “ბრაგას” პირველ გუნდში 2018 წელს გამოჩნდა, გუნდის 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამ გოლთან ერთად, ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.