ოლადიპო დაბრუნდა, “ინდიანამ” მოიგო, ბითაძემ 10 ქულა ჩააგდო

0
5

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერზმა” საკუთარ არენაზე “ჩიკაგო ბულზი” მიიღო და ოვერტაიმში 115:106 იმარჯვა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 15 წუთი გაატარა. ამ დროში გოგა 10 ქულით, 4 მოხსნითა და ერთი დაფარებით გამოირჩა. მან 9 ნასროლი ბურთიდან 5 გამოიყენა.

ორმაგი დუბლი შეასრულა ლიეტუველმა დომანტას საბონისმა – 15 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პარკეტს “ინდიანას” ლიდერი ვიქტორ ოლადიპო დაუბრუნდა.