კობი ბრაიანტი დაიღუპა…

0
33
ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კობი ბრაიანტის გარდაცვალება მთელი სპორტული სამყაროსათვის ნამდვილი შოკია და ტრაგედია კიდევ უფრო დაამძიმა ცნობამ, რომ ლეგენდარულ კალათბურთელთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანაც დაიღუპა.
ჯანა კობის მეორე ქალიშვილია, მას ახლობლები ჯიჯის, მამა კი მამბასიტას ეძახდა. TMZ იტყობინება, რომ ისინი ბრაიანტის მიერ დაარსებულ საკალათბურთო “აკადემია მამბაში” მიფრინავდნენ.
ჯანა კალათბურთს თამაშობდა, მამა ამბობდა, რომ ძალიან ნიჭიერი იყო და თავად ავარჯიშებდა, პრაქტიკულ და თეორიულ გაკვეთილებს უტარებდა, ერთად უყურებდნენ, შემდეგ კი არჩევდნენ მატჩებს.
კობიმ კარიერა 2016 წელს დაასრულა. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ NBA-ის მოგება 5-ჯერ შეძლო. ბრაიანტმა მთელი კარიერა ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსში” გაატარა.
2019 წლის მაისში კობი ამბობდა, რომ ჯიჯის კონექტიკუტის უნივერსიტეტის კოლეჯში ლეგენდარული მწვრთნელის, ჯინო ორიმის ხელმძღვანელობით უნდა ეთამაშა. საუბედუროდ, არ დასცალდა…