“ბარსელონამ” “ახალი დანი ალვეში” იყიდა

0
5
კატალონიის “ბარსელონა” ბრაზილიის კლუბ “კურიტიბას” მცველის, 17 წლის იან კოუტუს ტრანსფერზე შუთანხმდა. ამ ცნობას Sport.es ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, “ბლაუგრანამ” თინეიჯერ ბრაზილიელის სანაცვლოდ, რომელსაც “ახალ დანი ალვეშს” ეძახიან, ხუთი მილიონი ევრო გადაიხადა.
პერსპექტიული ფეხბურთელი “ბარსელონას” ზაფხულში შემოუერთდება, როცა მას 18 წელი შეუსრულდება.
გასულ წელს კოუტუ ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.