შენგელიას გამარჯვება “ხიმკისთან”

0
8

ევროლიგაზე 21-ე მატჩი გამართა და მერვე გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”. მისი მოწინააღმდეგე რუსული “ხიმკი” იყო, რომელიც ბოლო წუთებამდე წინაც იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მეტი სიზუსტე ბასკონიელებმა გამოიჩინეს და 83:79 გაიმარჯვეს.

თორნიკემ შეხვედრა მშვენივრად დაიწყო, პირველ პერიოდში 6 ქულა მოაგროვა, თუმცა დარჩენილ დროში ქულათა მარაგი მხოლოდ ორით შეივსო და საბოლოო სტატისტიკა ასეთი ჰქონდა: 25 წუთი, 8 ქულა (4/2 ორქულიანი, 4/4 საჯარიმო), ოთხი მოხსნა, ორი პასი, ერთი ჩაჭრა.

ბასკონია მეთოთხმეტე ადგილზეა და ევროლიგის მომდევნო ტურში, 30 იანვარს პირეოსში “ოლიმპიაკოსს” ესტუმრება.