საოლსტარო ხუთეულები ცნობილია

0
12

NBA-მ 2020 წლის “ყველა ვარსკვლავის” მატჩის სასტარტო ხუთეულები დაასახელა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში კაპიტანი იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი) გახდა. ხუთეულში, ასევე, პასკალ სიაკამი (ტორონტო), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), კემბა უოკერი (ბოსტონი) და ტრეი იანგი (ატლანტა) ითამაშებენ. დასავლეთს ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი) უკაპიტნებს. ლებრონის გარდა სასტარტო ხუთეულში ენტონი დევისი (ლეიკერსი), კავაი ლეონარდი (კლიპერსი), ლუკა დონჩიჩი (დალასი) და ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) მოხვდნენ.

შემადგენლობებს გასული ორი სეზონის მსგავსად, კვლავ კაპიტნები აირჩევენ. ვინაიდან გამოკითხვაში ჯეიმსმა ანტეტოკუნმპოზე მეტი ხმა მიიღო პირველი არჩევანი სწორედ მასზე იქნება. კაპიტნები გუნდებს 6 თებერვალს დააკომპლექტებენ.

წლეულს All-Star ჩიკაგოში გაიმართება. ყველა ვარსკვლავის მატჩი NBA-ის ისტორიაში 69-ედ ჩატარდება.