კასილასი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

0
4

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იკერ კასილასმა შესაძლოა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს.

Marca-ს ცნობით, ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი 38 წლის მეკარეს შეხვდა და ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.

თავად იკერ კასილასმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა და ჯერჯერობით უცნობია მისი პასუხი. თუ იგი კენჭისყრას გადაწყვეტს, კარიერის დასრულება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მარტში გაიმართება და თუ კასილასმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი რუბიალესი გამოცხადდება და პოსტს კიდევ ოთხი წლით დაიკავებს.