რაგბის კავშირის განცხადება

0
5

წარმოგიდგენთ საქართველოს რაგბის კავშირის 2020 წლის 30 იანვრის საერთო კრებაზე (ყრილობა) გასატანი წესდების ცვლილებების პროექტს.

ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ 30.01.2020 საერთო კრების დღის წესრიგში
შემავალ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი საწესდებო ცვლილებათა პროექტი
I. ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებაში (სარეგისტრაციო განაცხადში)
(დამოწმებული 24.03.2008 წ. ნოტარიუს ც. ბერიძის მიერ, რეგისტრირებული რეესტრში: № 1-
2512) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1) სარეგისტრაციო განაცხადის „თ“ პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. კავშირის მორიგი წლიური საერთო კრება (ყრილობა) უნდა ჩატარდეს ყოველი წლის
არაუადრეს 1-ლი დეკემბრისა და არაუგვიანეს 25 დეკემბრისა, ხოლო საჭიროების
შემთხვევაში განმეორებითი კრება უნდა ჩატარდეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის
არაუგვიანეს 20 იანვრისა. კავშირის მორიგ წლიურ საერთო კრებას წელიწადში ერთხელ
საჯარო განცხადებით იწვევს კავშირის პრეზიდენტი კრების ჩატარებებამდე 20
კალენდარული დღით ადრე მაინც. თუ კავშირის პრეზიდენტი არ/ვერ ასრულებს ამ
ვალდებულებას, კავშირის მორიგ წლიურ კრებას იწვევს კავშირის გამგეობა, ხოლო თუ
გამგეობაც არ/ვერ ასრულებს ამ ვალდებულებას, კავშირის მორიგი წლიური კრება იკრიბება
თავისი უფლებით საანგარიშო წლის დეკემბრის პირველივე პარასკევს 13:00 საათზე კავშირის
სათავო ოფისში.
2) სარეგისტრაციო განაცხადის „თ“ პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის „ი“ ქვექვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აირჩიოს გამგეობის წევრები“.

3) სარეგისტრაციო განაცხადის „თ“ პუნქტის მე-10 და მე-11 ქვეპუნქტები
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და მე-11 ქვეპუნქტს დაემატოს მე-11 (პრიმ) პუნქტი
შემდეგი რედაქციით:
„10. კავშირის გამგეობას ირჩევს საერთო კრება; გამგეობა აირჩევა 4 წლით; ამასთანავე:
ა) გამგეობას უფლებამოსილება უნარჩუნდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც გამგეობის
ახალი შემადგენლობის არჩევამდე, ხოლო თუ გამგეობის ახალი შემადგენლობა კრებამ აირჩია
წინა გამგეობის უფლებამოსილების ცნობიდან 4 კალენდარული წლის გასვლამდე, წინა
გამგეობის შემადგენლობის უფლებამოსილება წყდება, ხოლო გამგეობის ახალი
შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება კრების მიერ გამგეობის ახალი შემადგენლობის
კავშირის კრების მიერ არჩევის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, გასულია თუ არა 4 წელი.
ბ) გამგეობას შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება, თუ:
ბ.1) საერთო კრების გადაწყვეტილებით დაინიშნება გამგეობის ვადამდელი არჩევნები
და საერთო კრება აირჩევს გამგეობის ახალ შემადგენლობას, ან
ბ.2) გამგეობას ვადაზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება იმის გამო, რომ მის
შემადგენლობაში დარჩა 8 წევრზე ნაკლები.
11. გამგეობა შედგება 15 წევრისაგან; გამგეობა უფლებამოსილია, თუ არჩეულია
არანაკლებ 8 წევრი (კავშირის პრეზიდენტის ჩათვლით). გამგეობა თავისი შემადგენლობიდან
ირჩევს გამგეობის თავმჯდომარეს. თუ გამგეობაში დარჩა 8 წევრზე ნაკლები, გამგეობას
ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება და კავშირის პრეზიდენტი ამ ფაქტის დადგომიდან
არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში ვალდებულია, ამ წესდებით / სარეგისტრაციო
განაცხადით დადგენილი წესით მოიწვიოს რიგგარეშე კრება გამგეობის ახალი
შემადგენლობის არჩევის მიზნით. რიგგარეშე კრება უნდა ჩატარდეს გამგეობის
უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტის ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 30
კალენდარული დღისა. თუ კავშირის პრეზიდენტი არ/ვერ ასრულებს ამ ვალდებულებას,
კავშირის რიგგარეშე კრებას იწვევს კავშირის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო თუ ვიცეპრეზიდენტიც არ/ვერ ასრულებს ამ ვალდებულებას, კავშირის რიგგარეშე კრება იკრიბება
თავისი უფლებით გამგეობის უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტის ფაქტის
დადგომიდან 30-ე კალენდარულ დღეს 13:00 საათზე კავშირის სათავო ოფისში.
კავშირის გამგეობაში ex officio (თანამდებობრივად) შედის კავშირის პრეზიდენტი,
რომელსაც ირჩევს კავშირის საერთო კრება წინამდებარე წესდებით/სარეგისტრაციო
განცხადებით დადგენილი წესით. გამგეობის დანარჩენ წევრებს ირჩევს კავშირის საერთო
კრება შემდეგი წესით:
ა) გამგეობის 4 წევრის კანდიდატს ასახელებს კავშირის პრეზიდენტი, რომელიც
წევრობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე ზეპირი ფორმით კონსულტაციას მართავს:
ა.ა) საქართველოს სახელმწიფოს იმ სამინისტროსთან, რომლის მმართველობის
სფეროში შედის სპორტი;
ა.ბ) საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან;
ა.გ) საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორებთან და სპონსორებთან.
ამასთანავე, კონსულტაცია არ გულისხმობს მითითებული სუბიექტების ფორმალურ
თანხმობას კავშირის პრეზიდენტის მიერ ამა თუ იმ კანდიდატების წარდგენაზე; შესაბამისად,
არ მოითხოვება კონსულტაციების გამართვისა და კანდიდატების მოწონების
დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
ბ) 2020 წლის 1 მაისიდან გამგეობის 10 წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად
კანდიდატების დასახელების უფლება აქვს კავშირის ნებისმიერ ნამდვილ წევრს იმ პირობით,
რომ წარდგენილი კანდიდატის დასახელებასა და საარჩევნო ბიულეტენში ჩართვას მხარს
დაუჭერს არანაკლებ 6 ნამდვილი წევრი კავშირისა. კანდიდატების ჯამური რაოდენობა
შეიძლება იყოს 10, ან 10-ზე ნაკლები ან 10-ზე მეტი. კავშირის 1 ნამდვილ წევრს უფლება აქვს,
დაასახელოს 1 ან რამდენიმე კანდიდატი. კანდიდატები უნდა დასახელდნენ წერილობით და
მხარდამჭერების წერილობით თანხმობასთან ერთად დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს კავშირის
გამგეობას საერთო კრებამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე მაინც. გამგეობა
ვალდებულია, წარდგენილი კანდიდატების ვინაობა წარმდგენი და მხარდამჭერი
სუბიექტების მითითებით განათავსოს კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ხოლო
დოკუმენტების ასლები გადასცეს საერთო კრების სამდივნოს. თუ კავშირის ნამდვილმა
წევრებმა დაასახელეს 10-ზე ნაკლები კანდიდატი, კანდიდატების დასახელების ვადის
ამოწურვიდან კრების ჩატარებამდე 2 კალენდარული დღით ადრე მაინც კავშირის
პრეზიდენტს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ დაასახელოს იმდენი ახალი
კანდიდატი, რაც აუცილებელი იქნება კანდიდატების 10-მდე შესავსებად. პრეზიდენტის მიერ
დამატებით წარდგენილი კანდიდატების ვინაობა უნდა გამოქვეყნდეს კავშირის ოფიციალურ
ვებ-გვერდზე. საპრეზიდენტო ქვოტის კანდიდატებს და კავშირის ნამდვილ წევრთა ქვოტის
კანდიდატებს კენჭი ეყრებათ ცალ-ცალკე (ცალ-ცალკე ბიულეტენებით _ საპრეზიდენტო
ბიულეტენითა და კავშირის ნამდვილი წევრების ბიულეტენებით). ხმები დაითვლება ცალცალკე ბიულეტენების მიხედვით. საპრეზიდენტო ბიულეტენში შეყვანილი კანდიდატი
არჩეულად ითვლება, თუ იგი მიიღებს საერთო კრებაზე დამსწრე/წარმოდგენილი ხმების
50.00%-ზე მეტს. კავშირის ნამდვილი წევრების ბიულეტენში შეყვანილ კანდიდატთაგან
არჩეულად ითვლება არაუმეტეს 10 პირი, რომელიც მიიღებს სხვებზე მეტ ხმას, მაგრამ საერთო
კრებაზე დამსწრე/წარმოდგენილი ხმების არანაკლებ 25.00%-ს. თუ კენჭისყრის შედეგად
გამგეობაში ვერ იქნება არჩეული 8 წევრი მაინც (კავშირის პრეზიდენტის ჩათვლით), კრების
ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა ტარდება რიგგარეშე კრება გამგეობის
ვაკანტურ ადგილებზე ახალი წევრების არჩევის მიზნით. თუ გამგეობაში არჩეულ იქნა
არანაკლებ 8 წევრი, ვაკანტურ ადგილზე არჩევნები ჩატარდება მომდევნო პირველივე
რიგგარეშე ან მორიგ კრებაზე. თუ სხვებზე უარესი შედეგის მქონე რამდენიმე კანდიდატს
ექნება თანაბარი ხმა ისე, რომ მათ გარეშე გამგეობის შემადგენლობა სრულად არ ივსება და
მათთვის მიცემული ხმების რაოდენობა არის საერთო კრებაზე დამსწრე/წარმოდგენილი
ხმების არანაკლებ 25.00%, თანაბარი ხმების მქონე კანდიდატებს შორის არჩეულად ითვლება
უხუცესი კანდიდატი. თუ ამ კრიტერიუმითაც ვერ იქნება არჩეული გამგეობის წევრი,
ვაკანტური ადგილის/ადგილების შესავსებად წინამდებარე სარეგისტრაციო
განაცხადით/წესდებით დადგენილი წესით არჩევნები ჩატარდება მომდევნო პირველივე
რიგგარეშე ან მორიგ კრებაზე.
11 (პრიმ). 2020 წლის 1-ლ მაისამდე გამგეობის წევრების ვაკანტურ თანამდებობაზე
ასარჩევად კანდიდატებს კრებას წარუდგენს კავშირის პრეზიდენტი (4 კანდიდატი
პრეზიდენტის მიერ, ხოლო 10 კანდიდატი ნამდვილი წევრების მიერ დასახელებული);
ამასთანავე, პრეზიდენტი კრებას წარუდგენს ნამდვილი წევრების ქვოტით წარმოდგენილ
მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებსაც დაასახელებენ კავშირის ნამდვილი წევრები და
თითოეული კანდიდატის წარდგენასა და საარჩევნო ბიულეტენში ჩართვას მხარს დაუჭერს
არანაკლებ 6 ნამდვილი წევრი კავშირისა. ნამდვილი წევრების კანდიდატების ჯამური
რაოდენობა შეიძლება იყოს 10 ან 10-ზე ნაკლები ან 10-ზე მეტი. კავშირის 1 ნამდვილ წევრს
უფლება აქვს, დაასახელოს 1 ან რამდენიმე კანდიდატი. კანდიდატები უნდა დასახელდნენ
წერილობით და მხარდამჭერების წერილობით თანხმობასთან ერთად დოკუმენტი უნდა
ჩაბარდეს კავშირის საერთო კრების სამდივნოს. თუ კავშირის ნამდვილმა წევრებმა
დაასახელეს 10-ზე ნაკლები კანდიდატი, კავშირის პრეზიდენტს უფლება აქვს, თავისი
შეხედულებისამებრ კენჭისყრის დაწყებამდე დაასახელოს იმდენი ახალი კანდიდატი, რაც
აუცილებელი იქნება კანდიდატების 10-მდე შესავსებად. საპრეზიდენტო ქვოტის
კანდიდატებს და კავშირის ნამდვილ წევრთა ქვოტის კანდიდატებს კენჭი ეყრებათ ცალ-ცალკე
(ცალ-ცალკე ბიულეტენებით _ საპრეზიდენტო ბიულეტენითა და კავშირის ნამდვილი
წევრების ბიულეტენებით). ხმები დაითვლება ცალ-ცალკე ბიულეტენების მიხედვით.
საპრეზიდენტო ბიულეტენში შეყვანილი კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ იგი მიიღებს
საერთო კრებაზე დამსწრე/წარმოდგენილი ხმების 50.00%-ზე მეტს. კავშირის ნამდვილი
წევრების ბიულეტენში შეყვანილ კანდიდატთაგან არჩეულად ითვლება არაუმეტეს 10 პირი,
რომელიც მიიღებს სხვებზე მეტ ხმას, მაგრამ საერთო კრებაზე დამსწრე/წარმოდგენილი
ხმების არანაკლებ 25.00%-ს. თუ კენჭისყრის შედეგად გამგეობაში ვერ იქნება არჩეული 8
წევრი მაინც (კავშირის პრეზიდენტის ჩათვლით), კრების ჩატარებიდან არაუგვიანეს 30
კალენდარული დღისა ტარდება რიგგარეშე კრება გამგეობის ვაკანტურ ადგილებზე ახალი
წევრების არჩევის მიზნით. თუ გამგეობაში არჩეულ იქნა არანაკლებ 8 წევრი, ვაკანტურ
ადგილზე არჩევნები ჩატარდება მომდევნო პირველივე რიგგარეშე ან მორიგ კრებაზე. თუ
სხვებზე უარესი შედეგის მქონე რამდენიმე კანდიდატს ექნება თანაბარი ხმა ისე, რომ მათ
გარეშე გამგეობის შემადგენლობა სრულად არ ივსება და მათთვის მიცემული ხმების
რაოდენობა არის საერთო კრებაზე დამსწრე/წარმოდგენილი ხმების არანაკლებ 25.00%,
თანაბარი ხმების მქონე კანდიდატებს შორის არჩეულად ითვლება უხუცესი კანდიდატი. თუ
ამ კრიტერიუმითაც ვერ იქნება არჩეული გამგეობის წევრი, ვაკანტური ადგილის/ადგილების
შესავსებად წინამდებარე სარეგისტრაციო განაცხადით/წესდებით დადგენილი წესით
არჩევნები ჩატარდება მომდევნო პირველივე რიგგარეშე ან მორიგ კრებაზე.
II. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღების მომენტიდან.“

ცვლილებათა პროექტის განმარტება: შემოთავაზებული ცვლილებით დგინდება კავშირის
გამგეობის შემადგენლობის არჩევის დეტალური პროცედურები. გარდა პროცედურული
საკითხების მოწესრიგებისა, შემოთავაზებული რედაქცია ითვალისწინებს რამდენიმე
არსებით ცვლილებას, კერძოდ: წესდების დღეს მოქმედი რედაქციით დადგენილია, რომ
გამგეობის ყველა წევრს კრება ირჩევს ახლადარჩეული პრეზიდენტის წარდგინებით, ანუ
კავშირის წევრებს არა აქვთ კანდიდატების დასახელების უფლება. შემოთავაზებული
ცვლილებებით კავშირის პრეზიდენტი წარადგენს მხოლოდ 4 კანდიდატს (თანაც, ამ
კანდიდატების შერჩევაზე პრეზიდენტმა კონსულტაციები უნდა გამართოს ქართული რაგბის
ძირითად დამფინანსებელ სუბიექტებთან), ხოლო დანარჩენ 10 კანდიდატს დაასახელებენ
კავშირის წევრი სუბიექტები; გარდა ამისა, სიახლეა ისიც, რომ გამგეობის წევრობის იმ
კანდიდატების ასარჩევად, რომლებსაც დაასახელებენ კავშირის წევრები, დადგინდა ქვედა
ზღვარი _ 25% (ამავე დროს, პრეზიდენტის ქვოტით წარდგენილმა კანდიდატებმა უნდა
მიიღონ კრებაზე წარმოდგენილი ხმების 50.00%-ზე მეტი). ამ ცვლილებების მიზანია ის, რომ
კავშირის გამგეობაში არ იყოს წარმოდგენილი მხოლოდ გამარჯვებული პრეზიდენტის გუნდი
და გაჩნდეს სამართლებრივი შესაძლებლობა, კავშირის მართვაში მონაწილეობა მიიღონ
განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირებმაც.
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ცვლილებების შედეგად მკაცრად შემოისაზღვრება
მორიგი კრების ჩატარების დრო. კერძოდ, ყოველწლიური კრება უნდა ჩატარდეს წლის
ბოლომდე _ დეკემბერში. საანგარიშო წლის მომდევნო წელს კრება ჩატარდება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ დეკემბრის კრება ჩაიშლება. დეკემბერში კრების ჩატარებით გვარდება
რამდენიმე პრობლემა: ახალი წელი იწყება დამტკიცებული ბიუჯეტით, არჩევნები
დამთავრებულია და კავშირის ახალ ხელმძღვანელობას უჩნდება შესაძლებლობა, ნაკრების
ახალი სამწვრთნელო შტაბი სრულად დააკომპლექტოს ახალი ციკლის დაწყებისთანავე _
იანვარში.
ამ ეტაპზე კავშირის ხელმძღვანელობამ თავი შეიკავა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებისაგან,
რადგან მაღალი მიღწევების მენეჯერისაგან რეკომენდაციების მიღების შემდეგ იგეგმება
კავშირის ნორმატიული ბაზის სრულად განახლება.