“ფეხბურთის პროფესორის” ჩვენება ბათუმში

0
96
ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ (ანრი) ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის ფილმის “ფეხბურთის პროფესორის” ჩვენება გაიმართა, რომელიც ეძღვნება ლეგენდარულ ფეხბურთელს ლექსანდრე ჩივაძეს.ფილმში უნიკალურ საარქივო ფოტო და კინომასალაზე დაყრდნობით, გადმოცემულია ა. ჩივაძის კარიერა. მის შესახებ აზრს გამოთქვამენ ფეხბურთის ლეგენდები – მურთაზ ხურცილავა, ფრანც ბეკენბაუერი, ბობი ჩარლტონი, კარლოს ალბერტო, კარლ-ჰაინც რუმენიგე და სხვები. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლი (ანრი) გენერალური დირექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ფეხბურთის დიდი მცოდნე და ქომაგი  ანზორ დიასამიძე და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია. ფილმის ჩვენებას დაესწრნენ ზემოაღნიშნული სასწავლებლის სტუდენტები, ლექტორ-მასწავლებლები, საზოგადოების წარმომამდგენლები, ლეგენდარული ფეხბურთელი ა.ჩივაძე და რეჟისორი გ. თორაძე, ბათუმის “დინამოს” დირექტორატის წევრი ოთო ფედიჩკინი.

შეხვედრა გახსნა ა. დიასამიძემ. მან ხაზი გაუსვა ა.ჩივაძის და თბილისის “დინამოს” ოქროს თაობის ფეხბურთელების დიდ დამსახურებას საქართველოს წინაშე. “მინდა გადავუხადო დიდი მადლობა ბატონ საშა ჩივაძეს და მის თანაგუნდელებს, რომლებმაც უდიდესი სიხარული მოუტანეს საქართველოს, მილიონობით ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში”-აღნიშნა ანზორ დიასამიძეს.

თენგიზ პაჭკორიამ წარუდგინა დამსწრეებს გოგი თორაძე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეჟისორს გადაღებული აქვს 30-ზე მეტი სატელევიზიო, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული ფილმი, მათ შორის 15 სპორტულ თემატიკაზე (“ჩვენი ფეხბურთი ” , “ფეხბურთის პროფესორი”  (ა.ჩივაძეზე), “ქართული კალათბურთი “, ” ოვალური ბურთი” (ქართულ რაგბზე), “სნაიპერი” (ნინო სალუქვაძეზე), “კომენტატორი” (კოტე მახარაძეზე), “ლაპარაკობს და აჩვენებს თბილისი”  (ჯამლეტ ხუხაშვილზე), “ქართველი მორკინალები” (ქართული ჭიდაობის ისტორიაზე), აგრეთვე დოკუმენტური ფილმები ილია მეორეს, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის, დიმიტრი ამილახვარის, არიელ შარონის მოღვაწეობაზე და სხვა.

აღინიშნა , რომ გ. თორაძის  რამდენიმე ფილმი სპორტულ თემაზე გახდა მილანის, ნეაპოლისა და ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი.მისი  რამდენიმე ფილმი სპორტულ თემაზე ნაჩვენები იყო ასტანაში (2018 წლის სექტემბერი), რიგაში (2018 წლის ოქტომბერში), კიშინიოვსა და ოდესაში (2019 წლის აპრილი), 2019 წლის მაისში ლისაბონში ადგილობრივი სპორტსმენებისათვის და იქ არსებული ქართული დიასპორების წარმომადგენლებისთვის,  გასული წლის ივნისში მინსკში  ბელარუსის ფეხბურთის ვეტერანებისთვის და ქართული დიასპორისთვის.  თ. პაჭკორიამ აღნიშნა, რომ ფილმების ჩვენება  ემსახურება საქართველოს სპორტის პოპულარიზაციას.

ბატონმა საშა ჩივაძემ მადლობა გადაუხადა ჩვენების და შეხვედრის ორგანიზატორებს, გაიხსენა საფეხბურთო კარიერის  რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი და წარმატებები უსურვა ანრი-ს ლექტორებს და სტუდენტებს.

გ.თორაძე აღნიშნა, რომ “დღეს მოხარული ი ვარ იმით, რომ ახალგაზრდა თაობა ასეთი ფილმების მეშვეობით იხილავს ქართული ფეხბურთის წარმატებულ ისტორიას, რომელშიც უდიდესი წვლილი  შეიტანა ჩემი ფილმის გმირმა ა.ჩივაძემ”.

შეხვედრის დასასრული წარიმართა კითხვას-პასუხის რეჟიმში,ბოლოს კი სტუდენტებმა, ბუსსს ანრის თანამშრომლებმა და სტუმრება სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ალექსანდრე ჩივაძესთან.

თ.პაჭკორია, ა.ჩივაძე, ა.დიასამიძე, გ.თორაძე