მესის გუნდში აგუეროს დამატება სურს

0
2

კატალონიის “ბარსელონას” შემტევ ლეო მესის სურს, რომ კლუბმა არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ტრანსფერზე იმუშაოს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Mirror ავრცელებს.

უახლოეს პერიოდში მესი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან კიკე სეტიენთან შეხვედრას აპირებს.

“ბარსელონაში” თავდამსხმელის დამატების მიზეზი ლუის სუარესის ტრავმაა. ურუგვაელი, სავარაუდოდ, სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.