შერმადინის 21 ქულა, 14 მოხსნა და MVP-ის მორიგი ტიტული

0
5

გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში კვლავ გაიბრწყინა. მცირე პაუზის შემდეგ ის კვლავ საკუთარი გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ტენერიფელებს გამარჯვებისკენ გაუძღვა. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ, მე-17 ტურში, რომელშიც შერმადინის “იბეროსტარმა” “ესტუდიანტესს” უმასპინძლა და 76:59 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 25:24 წუთი გაატარა და თავი 21 ქულას, 14 მოხსნას, ორ პასს და ერთ ჩაჭრას მოუყარა. შერმადინმა თერთმეტიდან ექვსი ორქულიანი და ათიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო. პასივში მას ხუთი დაკარგვა ჰქონდა. გიორგის სარგებლიანობის ინდექსმა 31 ერთეული შეადგინა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

11 მოგებითა და 6 მარცხით “იბეროსტარი” საპატიო მეოთხე ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 26 იანვარს, სტუმრად, “ბურგოსთან” გამართავს.