იტალიელი ინვესტორი: “გვინდა შევქმნათ კარგი გუნდი”

0
2

ქუთაისის „ტორპედოს“ ინვესტორის შესახებ სოციალურ ქსელში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. იტალიელმა ფაბიო მანინიმ კლუბის შესყიდვის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ შეთანხმების მალეს დასრულებას ელოდება.

“ქუთაისში იმისთვის ვარ, რომ ვიყიდო და ვმართო ქუთაისის ტორპედო. ქუთაისის მერიასთან განვიხილავ ამ საკითხს. ველოდებით, რომ დავასრულოთ ეს შეთანხმება რაც შეიძლება მალე. მანამდე კი დავაზუსტეთ სპონსორის ვალდებულებები, რაც ჩვენ გვაკისრია. პირველ რიგში ინვესტიციას ჩავდებთ, გვინდა შევქმნათ კარგი კლუბი, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო ფორმით წარსდგება”, – ციტირებს მანინის სიტყვებს გულშემატკივართა გვერდი We Are Torpedo ჩვენ ვართ „ტორპედო“.

შეგახსენებთ, „ტორპედოში“ კარგა ხანია მწვავე ფინანსური პრობლემებია, რის გამოც გუნდი პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელმა დატოვა. იტალიელი ინვესტორი კი, გუნდის გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი იმედია.