ბათუმის სტადიონზე სავარძლების დამონტაჟება დასრულდა

0
11

ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა.
კონსტრუქცია ორი სახისაა: სტაციონალური და დასაკეცი. პირველ იარუსზე სტაციონალური, ხოლო მეორე იარუსზე დასაკეცი სკამები განთავსდა.
სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული.
თითოეული სკამი ანტივანდალური, ცეცხლმედეგი და მექანიკური დაზიანების მიმართ მაქსიმალურად მდგრადია, შესაბამისად საექსპლუატაციო ვადა მაღალია.
გარდა ამისა, სტადიონზე ბალახის საფარიც დაიგო და ასევე გახმოვანებისა და განათების სიტემებიც დამონტაჟდა.
შეგახსენებთ, უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა დათქმულ ვადაზე ადრე დასრულდება და ბათუმის 20 ათასი გულშემატკივრის ტევადობის სარბიელი ექსპლუატაციაში წლეულს გაზაფხულზე შევა.