ქომაგებმა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური აარჩიეს

0
5

უეფამ გულშემატკივრების გამოკითხვა ჩაატარა და 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. როგორც უეფას ვებგვერდი წერს, აღნიშნულ გამოკითხვაში ორ მილიონ ქომაგზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.
2019 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

მეკარე: ალისონი (“ლივერპული”, ბრაზილია);
მცველები: ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი (“ლივერპული”, ინგლისი), მატიას დე ლიხტი (“აიაქსი”/”იუვენტუსი”, იტალია), ვირჯილ ვან დეიკი (“ლივერპული”, ინგლისი), ენდრიუ რობერტსონი (“ლივერპული”, შოტლანდია);
ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი (“აიაქსი”/”ბარსელონა”, ჰოლანდია), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”, ბელგია);
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა), კრიშტიანუ რონალდუ (“იუვენტუსი”, პორტუგალია), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, პოლონეთი), სადიო მანე (“ლივერპული”, სენეგალი).