გოჩა სვანიძის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს სამხრეთ აფრიკელი სვის დე ბრუინი გაწვრთნის

0
2

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გოჩა სვანიძის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს მაისიდან “ლაიონსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სამხრეთ აფრიკელი სვის დე ბრუინი ჩაიბარებს.

აღნიშნული ინფორმაცია გოჩა სვანიძემ პირველ არხსაც დაუდასტურა. მისი თქმით, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვების შემთხვევაში, დე ბრუინის კანდიდატურას სრკ-ს გამგეობას წარუდგენს და დამტკიცების შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკელი მწვრთნელი “ბორჯღალოსნებს” მაისიდან ჩაიბარებს.

დე ბრუინი “ლაიონსში” 2013 წლიდან ასისტენტ მწვრთნელად მუშაობდა 2017-19 წლებში კი მთავარი მწვრთნელი იყო, მისი ხელმძღვანელობით იოჰანესბურგელები პირველივე წელს სუპერ რაგბის ფინალში გავიდნენ და იქ მრისხანე “კრუსეიდერსთან” დამარცხდნენ. დე ბრუინი 2018 წლიდან დაახლოებით 1 წლის მანძილზე სამხრეთ აფრიკის ნაკრების შეტევის მწვრთნელი იყო და თანამდებობა პირადი მიზეზის გამო მსოფლიო თასის დაწყებამდე 1 თვით ადრე დატოვა. ის ამჟამად “საუზერნ კინგსში” მუშაობს.

გარდა ამისა დე ბრუინს ზურგს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება უმაგრებს და ცნობილია, როგორც შემტევი და ლაღი სტილის მიმდევარი სპეციალისტი.