დიქსონის წინამძღოლობით “ნიმბურკმა” ტენერიფეში იმარჯვა

0
5

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში საინტერესო მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი მოთამაშეების გუნდები დაუპირისპირდნენ. გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარმა” მაიკლ დიქსონის “ნიმბურკს” უმასპინძლა და მოულოდნელი მარცხი განიცადა – 84:89. ჩეხური გუნდისა და მთლიანად მატჩის საუკეთესო მოთმაშე მაიკლ დიქსონი გახდა, რომელსაც ქართული პასპორტი გააჩნია და ილიას ზუროსმა რომ დაუძახოს, საქართველოს ნაკრებში თამაში შეუძლია.

“ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორედ დამარცხდა. ის და “ნიმბურკი” ჯგუფს 9-2 ბალანსით ლიდერობს და პლეი ოფი გარანტირებული აქვს.

შერმადინმა 26:34 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა და ბურთი ოთხჯერ დაკარგა. დიქსონი კი მატჩის ბომბარდირი გახდა 21 ქულით. მის ანგარიშზეა 6 პასი და 4 მოხსნა. მაიკლ დიქსონი 24 მარგი ქმედების კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

“ტენერიფე” 22 იანვარს თურქეთში “გაზიანთეფს” შეხვდება, ხოლო “ნიმბურკი” “ნიჟნი ნოვგოროდს” უმასპინძლებს.