კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მილოცვა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს

0
2

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა!

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრები 9:7 დაამარცხა და ევროპირველობის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა ჯგუფური ეტაპის მატჩში.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ჩვენს წყალბურთელებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალ მატჩებში.

ჩვენი წყალბურთელები 16 იანვარს საბერძნეთს დაუპირისპირდებიან.