სუარესისთვის სეზონი დასრულებულია…

0
3

კატალონიის ,,ბარსელონას” ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესს ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფეხბურთელი მოედანს ოთხი თვე ვერ დაუბრუნდება. ფორვარდმა ერთი ოპერაცია გასულ სეზონშიც გადაიტანა, თუმცა ის უშედეგო აღმოჩნდა.
მიმდინარე სეზონში სუარესმა ლა ლიგის 17 შეხვედრაში ჩატარებულ 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. ურუგვაელს ,,ბარსელონასთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.