“რეალის” მეთერთმეტე სუპერთასი

0
3
საუდის არაბეთში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის ფინალში “რეალმა” თერთმეტმეტრიანების სერიაში “ატლეტიკოს” 4:1 სძლია.
“რეალმა” მეთერთმეტედ მოიგო ესპანეთის სუპერთასი, მისმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კი მწვრთნელის რანგში სხვადასხვა ტურნირის ცხრავე ფინალში იმარჯვა.

მატჩი დიდი ვერაფერი საცქერი გამოდგა, დაძაბულობა მეტი იყო, ვიდრე სანახაობა. თანაც, „რეალი“ 115-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, მეკარესთან ლამის პირისპირ გასული მორატას, საჯარიმოს რკალთან ვალვერდემ კინაღამ ფეხი მოაძრო და წითელი ბარათი მიიღო.
ძირითად და დამატებით დროს გამარჯვებული არ გამოუვლენია. პენალტები კი რეალელებმა გაცილებით უკეთ შეასრულეს და 4:1 გაიმარჯვეს, ეს „რეალის“ მიერ მოგებული ქვეყნის მეთერთმეტე სუპერთასი გახლდათ, რეკორდსმენი კი „ბარსელონაა“ (13).
მიუხედავად გაძევებისა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ვალვერდე დაასახელეს.