პაპუნაშვილი “რასინგში” გაანათხოვრეს

0
15
“სარაგოსამ” 24 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი სეზონის ბოლომდე იჯარით “რასინგში” გაუშვა.
სანტანდერული გუნდი სეგუნდა დივიზიონში ბოლოსწინა ადგილზეა და იმედი აქვს, რომ მდგომარეობის გამოსწორებაში ჩვენებური დაეხმარება.
16 იანვარს “რასინგი” ლა კორუნიაში აუტსაიდერ “დეპორტივოს” შეხვდება და ახალ გუნდში გიორგის დებიუტიც ამ დღეს შედგება.
პაპუნაშვილი “სარაგოსაში” 2017 წელს თბილისის “დინამოდან” გადავიდა, ამ სეზონში ჩემპიონატში 11 მატჩში გოლი არ გაუტანია, თასზე კი ორივე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი.