“ლივერპულის” რეკორდები

0
3

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, “ლივერპულმა” 21 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 61 ქულა მოიპოვა.

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში, “ლივერპული” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც საწყოს 21 მატჩში 61 ქულის მოგროვება მოახერხა.

აღნიშნულ 21 შეხვედრაში, იურგენ კლოპის გუნდმა მეტოქეთა კარი 50-ჯერ აიღო, ხოლო საკუთარ კარში მხოლოდ 14 გოლი გაუშვა, რაც პრემიერლიგაში საუკეთესო შედეგია.