გიორგი ჩაკვეტაძე: “რამდენიმე თამაშის შემდეგ ფორმას აღვიდგენ”

0
11

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ Voetbalprimeur-თან საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ჩაკვეტაძე იმედოვნებს, რომ სეზონის მეორე ნაწილში ეტაპობრივად საუკეთესო ფორმაში შესვლას მოახერხებს.

„მუხლი აღარ მტკივა. ვამჩნევ, რომ ძველებურად სწრაფი აღარ ვარ, მაგრამ ტკივილი არ მაწუხებს და ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მსგავსი რამ არასდროს მომსვლია, ასეთი სერიოზული დაზიანება არ მქონია, თავიდან არ ვიცოდი, რა მექნა.
ფიზიკურად რთული იყო, მაგრამ მენტალურადაც. „გენტის“ მატჩებს ვუყურებდი და ძნელი იყო, რომ ვერ ვეხმარებოდი. თუმცა, საბედნიეროდ თავი მარტო არასდროს მიგვრძნია. იეს თორუპიც ხშირად ინტერესდებოდა ჩემი მდგომარეობით, ხშირად გვქონდა კონტაქტი. მთელმა „გენტმა“ დამიჭირა მხარი და ტრავმის დროს ხელშეკრულების გაგრძელებაც სასიხარულო იყო.
თამაში მენატრება, ზამთრის შესვენების შემდეგ თავიდანვე მაქსიმუმს არ ველოდები, მაგრამ რამდენიმე თამაშის შემდეგ ფორმას აღვიდგენ“, – თქვა ჩაკვეტაძემ.

ჩაკვეტაძე მინდორს 7 დეკემბერს დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონში სამი თამაში აქვს ჩატარებული.