“დინამოს” მოგება “ბაიერთან”, მარცხი “ბორუსიასთან”

0
22

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ლეგენდების ტურნირზე თბილისის “დინამოს” ლეგენდებმა ორი მატჩი გამართეს: თბილისელებმა ლევერკუზენის “ბაიერი” 4:2 დაამარცხეს, ხოლო დორტმუნდის “ბორუსიასთან” 2:3 დამარცხდნენ.
“ბაიერთან” ალექსანდრე იაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი კახა კალაძისა და ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. “ბორუსიასთან” თავი ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გამოიჩინეს, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ორი ტურის შემდეგ, დინამო თბილისს სამი ქულა აქვს და ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ, მესამე მატჩს ხვალ 17:30 საათზე გელზენკირხენის “შალკე 04”-ის წინააღმდეგ გამართავს.
“მივესალმები ასეთი ტურნირის ჩატარებას. ძალიან დიდია ინტერესი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები იკრიბებიან. წელს “დინამო თბილისის” სახელით გამოვდივართ და მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მაღალი დონის ტურნირში, სადაც წამყვანი გერმანული საფეხბურთო კლუბები არიან წარმოდგენილები.
19 იანვარს უკვე ბათუმში გაიმართება ტურნირი ნაკრებების დონეზე, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის,”- განაცხადა დინამოელთა კაპიტანმა კახა კალაძემ ტურნირის დაწყების წინ.