“ჩიკაგოსთან” მოგებულ მატჩში ბითაძემ 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა

0
20

“ინდიანა პეისერსის” ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ “ჩიკაგოსთან” მოგებულ მატჩში 116:105 მოგებულ შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა. ამდენი გოგას 24 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. ბითაძეს მეტი გაქანება მისცა დომანტას საბონისის არყოფნამ, რომელიც ამ შეხვედრაში პარკეტზე არ გასულა.

ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამიანი კი ააცილა. მოგროვებულ 4 ქულას ბითაძემ 3 მოხსნა, თითო პასი–ჩაჭრა–დაფარება მოაყოლა. ბითაძე არ დაჯარიმებულა და ბურთი ორჯერ დაკარგა. ინდიანელთაგან საუკეთესო იყო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე მაილს ტერნერი, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

24 მოგებითა და 15 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა და მდევარ “ორლანდოს” 6 მოგებით უსწრებს. შემდეგი მატჩი ბითაძის გუნდს 14 იანვარს, შინ “ფილადელფიასთან” ელის.