ჩავის “ბარსელონას” გაძღოლა შესთავაზეს

0
2
“ალ სადის” გენერალურმა დირექტორმა ტურკი ალი-ალიმ კლუბის ოფიციალურ საიტზე განცხადება გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ მათი გუნდის მწვრთნელი ჩავი მალე შეიძლება “ბარსელონას” ჩაუდგეს სათავეში და მოლაპარაკებას კატალონურ კლუბთან მათი ნებართვის გარეშე აწარმოებს.
“ჩავი და მისი თანაშემწეები “ალ რაიანთან”მატჩზე არიან კონცენტრირებულნი. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ისეთი დიდი კლუბი, როგორიც “ბარსელონაა”, მსგავს საკითხებს ოფიციალურად წარმართავს.
ჩავის “ბარსელონაში” გადასვლა მოსალოდნელია, რადგან ეს კლუბი მისი სახლია, მაგრამ ამჟამად “ალ სადის” მწვრთნელია”, – აცხადებს ტურკი ალი-ალი.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსას” გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ და სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი საუდის არაბეთში ჩავიდნენ, ჩავისთან ორსაათიანი მოლაპარაკება გამართეს, ორნახევარწლიანი კონტრაქტის გაფორმება და გუნდის დაუყოვნებლივ ჩაბარება შესთავაზეს.