ქვილითაიამ “გენტს” მოაგებინა, ჩაკვეტაძე მარქაფადან ჩაერთო

0
8

გიორგი ქვილითაიამ „გენტში“ დუბლი შეასრულა. ბელგიური კლუბი ჩემპიონატის განახლებამდე ესპანეთში ემზადება და  მესამე ლიგის „ინგოლშტადტთან“ ამხანაგურ მატჩი ჩაატარა, რომელიც 3:2 მოიგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში 47-ე წუთზე გახსნა, ხოლო 87-ეზე მატჩში წერტილი დასვა.

„გენტის“ კიდევ ერთი ქართველ ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე განვლილ სპარინგში სასტარტოში არ იყო და თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო.