ტარიელ ხეჩიკაშვილი: “მთავარი ამოცანა ევროთასზე ჯგუფში მოხვედრაა“

0
17

„საბურთალოს“ პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილის მთავარი მიზანი ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.

„გასულ სეზონში ევროთასებზე ჩვენი გამოსვლა წარმატებული არ იყო. „არარატთან“ თამაშის შემდეგ, ცოტა დამაკლდა, რომ ფეხბურთზე ხელი ამეღო. დავიწყეთ გაახალგაზრდავება და ახალი კლუბის შენება. დიდი მადლობა გიორგი ჭიაბრიშვილს გაწეული სამუშაოსთვის.

„საბურთალო“ სულ უნდა იყოს სამეულში. მთავარი ამოცანა კი, ერთ-ერთ ევროთასზე ჯგუფში მოხვედრაა.

ფინანსურად სტაბილური მდგომარეობა გვაქვს. გასულ სეზონში ჩვენი ბიუჯეტი 11-12 მილიონ ლარი იყო. ორი წელიწადია ფეხბურთელებს ხელფასი და პრემია ერთი დღითაც არ დაგვიანებიათ“, – აღნიშნა ხეჩიკაშვილმა „საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის წარდგენის შემდეგ,