“სიტი” ექვს ფეხბურთელს იყიდის

0
3

2020 წელს ,,მანჩესტერ სიტი” ექვსი ფეხბურთელის ყიდვას აპირებს, ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ,,ქალაქელთა” მთავარი მიზანი დაცვითი ხაზის გაძლიერება იქნება. ,,სიტი” პაუ ტორესის (“ვილიარეალი”) და რუბენ დიაშის (“ბენფიკა”) კანდიდატურებს განიხილავს. გარდა ამისა, გვარდიოლას გუნდი ,,ლესტერის” ფლანგის მცველით, ბენჟამინ ჩილველით ინტერესდება.

იმ შემთხვევაში თუ ,,მანჩესტერს” ლეროი სანეტ დატოვებს, ,,სიტი” ,,სოსიედადის” შემტევის, მიკერ ოიარსაბალის გადაბირებას შეეცდება. ,,ქალაქელთა” კიდევ ერთი სამიზნე მადრიდის ,,ატლეტიკოს” ნახევარმცველი საულ ნიგესია, რომელიც დავიდ სილვას ჩაანაცვლებს.

ინგლისის პრემიერლიგის 21 ტურის შემდეგ ,,მანჩესტერ სიტი” 44 ქულით ცხრილის მესამე პოზიციაზეა და ლიდერ ,,ლივერპულს” 14 ქულით ჩამორჩება.